სულ მალე, ინგლისის დედაქალაქ ლონდონში დადგამენ მიუზიკლს, რომელიც მაყურებელს ცნობილი მომღერლის რობი უილიამსის ცხოვრების შესახებ მოუთხრობს. ინფორმაციას ბრიტანული ტაბლოიდი The Sun-ი აქვეყნებს.
ლონდონური თეატრის Old Vic-ის მფლობელი ფონდის წარმომადგენელი აცხადებს, რომ დადგმისთვის მსახიობების შერჩევა უკვე დაიწყო. თავად უილიამსმა მიუზიკლის შექმნის იდეა მოიწონა, თუმცა პროექტში უშუალო მონაწილეობაზე უარი განაცხადა. მან მიუზიკლის ავტორებს საკუთარი სიმღერების გამოყენების უფლება უკვე მისცა.
რობი უილიამსმა პოპულარობა 90-იანი წლების დასაწყისში მოიპოვა, როდესაც კვინტეტ Take That-ში გამოდიოდა. 1996 წელს ჯგუფი დაიშალა და რობიმ სოლო კარიერა დაიწყო, რომელიც მისთვის გაცილებით წარმატებული აღმოჩნდა.
20005 წელს Take That-ი აღდგა, თუმცა უილიამსის გარეშე. ოფიციალური ინფორმაცია მომღერლის ჯგუფში დაბრუნების შესახებ 2010 წლის ზაფხულში გაჩნდა. ნოემბერში კი გამოვიდა მათი ახალი ალბომი Progress, რომლის შექმნაშიც პირველად ბოლო 15 წლის განმავლობაში, კოლექტივის ხუთივე წევრმა მიიღო მონაწილეობას.