გენო პეტრიაშვილი - არ დავუშვებთ, ჩვენს ქვეყანაში ისევ ცვიოდეს ბომბები, თითოეულის ვალია, ჩვენს პატარა საქართველოს გავუფრთხილდეთ, ამისთვის ყველამ დავუჭიროთ მხარი „ქართულ ოცნებას“

გენო პეტრიაშვილი - არ დავუშვებთ, ჩვენს ქვეყანაში ისევ ცვიოდეს ბომბები, თითოეულის ვალია, ჩვენს პატარა საქართველოს გავუფრთხილდეთ, ამისთვის ყველამ დავუჭიროთ მხარი „ქართულ ოცნებას“

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრის, გენო პეტრიაშვილის განცხადებით, თითოეული მოქალაქის ვალია, ქვეყანას გაუფრთხილდეს.

როგორც პეტრიაშვილმა აღნიშნა, ყველამ ერთად უნდა დაუჭიროს მხარი „ქართულ ოცნებას“.

„თითოეული ჩვენგანის უმთავრესი მიზანია, რომ ჩვენ ვართ მშვიდობის, ღირსების, პატიოსნების და ქართველი ერის სიძლიერის მხარეს. არ დავუშვებთ, არცერთ პოლიტიკურ ძალას და გაერთიანებას არ მივცემთ საშუალებას, ჩვენს ქვეყანაში ისევ ცვიოდეს ბომბები, ჩვენი ქვეყანა ისევ თავდაყირა დააყენონ. თითოეულის ვალია, რომ ჩვენს პატარა საქართველოს გავუფრთხილდეთ, ავაშენოთ ძალიან ლამაზი ქვეყანა. ამისთვის ყველამ ერთად უნდა დავუჭიროთ მხარი „ქართულ ოცნებას“ და გავაფერადოთ ნომერი 41“, – აღნიშნა გენო პეტრიაშვილმა.