მიხეილ სარჯველაძე: მსოფლიოს რუკას რომ გადავხედოთ, გაწითლებულია უმძიმესი მდგომარეობით. ასეთ ფონზე განსაკუთრებულ ღირებულებას და აქტუალობას იძენს ის, რასაც ჰქვია მშვიდობა

მიხეილ სარჯველაძე: მსოფლიოს რუკას რომ გადავხედოთ, გაწითლებულია უმძიმესი მდგომარეობით. ასეთ ფონზე განსაკუთრებულ ღირებულებას და აქტუალობას იძენს ის, რასაც ჰქვია მშვიდობა

მე არ მგონია, რომ კეთილდღეობა მიღწევადი იქნება მშვიდობის გარეშე, არ მგონია, რომ ღირსება შეიძლება ერმა შეინარჩუნოს თუ არ იქნება მშვიდობა, არ მგონია, რომ კეთილდღეობის არქონა დადებითად აისახებოდეს ღირსებაზე და ღირსების გარეშეც არ მგონია, რომ კეთილდღეობა შეიძლება მიღწევადი იყოს, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ

„დღეს, მსოფლიოს რუკას რომ გადავხედოთ, ვანახოთ, რომელ ქვეყანაში რა ამბავი ტრიალებს, მთელი მსოფლიოს რუკა გაწითლებულია უმძიმესი მდგომარეობით. ასეთ ფონზე ასეთი მყიფე საგარეო და გეოპოლიტიკურ პირობებში რა თქმა უნდა განსაკუთრებულ ღირებულებას და განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს ის, რასაც ჰქვია მშვიდობა“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.