ლაშა ბექაური - ცხოვრებაში რასაც ვაკეთებ, ვაკეთებ ჩემი ხალხისთვის, ეს არის ის ადგილი, სადაც უნდა ვიყო, ჩემი ხალხის გვერდით

ლაშა ბექაური - ცხოვრებაში რასაც ვაკეთებ, ვაკეთებ ჩემი ხალხისთვის, ეს არის ის ადგილი, სადაც უნდა ვიყო, ჩემი ხალხის გვერდით

ცხოვრებაში რასაც ვაკეთებ, ვაკეთებ ჩემი ხალხისთვის, ეს არის ის ადგილი, სადაც უნდა ვიყო, ჩემი ქართველი ხალხის გვერდით, – ამის შესახებ ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლაშა ბექაურმა თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის დასკვნითი ღონისძიების დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, 26 ოქტომბერს უმნიშვნელოვანესი არჩევნებია და ხალხმა სწორი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

„ჩემი აქ ყოფნის მიზეზი არის ის, რომ ვიყო ჩემი ქართველ ხალხის გვერდით. ცხოვრებაში რასაც ვაკეთებ, ვაკეთებ ჩემი ხალხისთვის და ვფიქრობ, ეს არის ის ადგილი, სადაც უნდა ვიყო. ეს არის ის გზა, რომელსაც ცხოვრებაში მივყვები ჩემი ხალხისთვის, ჩემი პატრიოტიზმისთვის, ჩემი სარწმუნოებისთვის, აქ ვარ, ჩემი ხალხის გვერდით. ეს არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი, უმნიშვნელოვანესი, ძალიან ბევრი რამე წყდება და ქართველმა ხალხმა უნდა მიიღოს სწორი გადაწყვეტილება, უნდა მივიდეს არჩევნებზე და სწორ პოზიციაზე დადგეს“, – განაცხადა ლაშა ბექაურმა.

„ქართული ოცნება“ დღეს თბილისში საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებას გამართავს. ღონისძიების ოფიციალური ნაწილი 19:00 საათზე დაიწყება, რა დროსაც „ქართული ოცნების“ ლიდერები ამომრჩეველს სიტყვით მიმართავენ.