გია ვოლსკი: ზურაბიშვილის გეგმა იყო, ოპოზიციის ლიდერად წარმოეჩინა თავი, მაგრამ ოპოზიციამ ის თავზე არ დაისვა - ზურაბიშვილმა აბსურდული სურათი დახატა და რასაკვირველია, ამას განვითარება ვერ მიეცა

გია ვოლსკი: ზურაბიშვილის გეგმა იყო, ოპოზიციის ლიდერად წარმოეჩინა თავი, მაგრამ ოპოზიციამ ის თავზე არ დაისვა - ზურაბიშვილმა აბსურდული სურათი დახატა და რასაკვირველია, ამას განვითარება ვერ მიეცა

როდესაც არჩევნები მოახლოვდა, ოპოზიციამ სალომე ზურაბიშვილი თავზე არ დაისვა და მას საშუალება არ მისცა, პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა წარმოედგინა, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი არა არჩევნებამდე, არამედ არჩევნების შემდეგ წარადგინოს.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილმა „ისეთი აბსურდული სურათი დახატა, რომელიც საზოგადოებაში ადვილად გაიშიფრა“.

ვოლსკის თქმით, არა ოპოზიცია, არამედ საზოგადოება გახდა იმის მიზეზი, რომ სალომე ზურაბიშვილმა უკან წაიღო ეს გეგმა.

„სალომე ზურაბიშვილის გეგმა, იდეა ის იყო, რომ ოპოზიციის ლიდერად წარმოეჩინა თავი. როდესაც მოახლოვდა არჩევნები, რასაკვირველია, ოპოზიციამ არ დაისვა თავზე სალომე ზურაბიშვილი და არ მისცა მას საშუალება პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა წარმოედგინა. იდეა ერთი იყო, რომ ხალხისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია, თითქოს, არ მოდის სისხლიანი კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, არამედ ტექნიკური ინტელექტუალური მთავრობა იქნება ის, ვინც საქართველოს განაგებს გარკვეული პერიოდის მანძილზე. ეს იმდენად აბსურდული და არაკონსტიტუციური იყო, ერთი მხრივ, მაგრამ მეორე მხრივ, რასაკვირველია, ამ ლეღვის ფოთლის უკან ვერ დაიმალა ის რეალობა, რასაც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ მუდმივად ქადაგებდა. ადვილად გაიშიფრა და არა ოპოზიცია, არამედ საზოგადოება გახდა მიზეზი იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილმა უკან წაიღო ეს გეგმა. საზოგადოებაში გაიშიფრა ელემენტარულად, აქედან გამომდინარე, არაეფექტური იქნებოდა იმის თქმა, რომ იქნებიან პარლამენტში ეს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სხვადასხვა ფრთის წარმომადგენლები, მაგრამ მიუხედავად ამისა, სალომე ზურაბიშვილო იქნება ერთადერთი და განუმეორებელი, რომელიც ქვეყნის მართვას აიღებს ხელში. ისეთი აბსურდული სურათი დახატა, რომელიც საზოგადოებაში ადვილად გაიშიფრა და რასაკვირველია, ამას განვითარება ვერ მიეცა. თუმცა, მე ვფიქრობდი, რომ ეს საკითხი მაინც შეთანხმებული იქნებოდა და შემდეგ გამოავლენდა თავის ბნელ სახეს ეს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, მაგრამ ასე არ მოხდა,“ - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს არჩევნების შემდეგ წარადგენს, რადგან „ანგარიშს უწევს ოთხ პარტიას“, რომელთაც „ქართულ ქარტიას“ მოწერეს ხელი.

პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ნეიტრალური პრემიერი, რომელიც არ არის პოლიტიკური ფიგურა, იმ გაგებით, რომ არ არის „პოლიტიკური პარტიებიდან წამოსული“, გაუადვილებს პარტიებს შეჯერდნენ.

Gami დედაბერის გვიანი კლიმაქსტერიულ ისტერიებს როგორი სერიოზულობით იხილავენ. საქმე შემოგელით?
1 თვის უკან
მერაბ.g თუ დავუშვებთ, რომ ოცნება 75 მანდატს და ამდენივეს ოპო, ვინ იქნება გამარჯვებული? პენლებს ხომ არ დაარტყამენ? საინტერესოა და ვინმემ თუ იცით კანონისმიერი გამოსავალი, გთხოვთ დაწეროთ
1 თვის უკან