ლევან მაჭავარიანი: 53% „ენჯეოების“, რომელიც დარეგისტრირდა ცესკოში, პირდაპირ არის მხარე

ლევან მაჭავარიანი: 53% „ენჯეოების“, რომელიც დარეგისტრირდა ცესკოში, პირდაპირ არის მხარე

53% „ენჯეოების“, რომლებიც დარეგისტრირდნენ ცესკოში, პირდაპირ არიან მხარე, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა, რითაც პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ბრიფინგს გამოეხმაურა.

„იქ ჩვენ ვიხილეთ ძალიან ბევრი „ენჯეო“ ორგანიზაცია, რომლის დამფუძნებელიც არის კონკრეტული რადიკალური ოპოზიციის პარტიის წევრი, რიგ შემთხვევაში თვითონ პოლიტსაბჭოს წევრები. ვიხილეთ ისიც, რომ ის „ენჯეო“ ორგანიზაციების თანამშრომლები არიან ამ რადიკალური ორგანიზაციების შემომწირველები. ისიც ვიხილეთ, რომ ამ „ენჯეო“ ორგანიზაციების წევრები აღმოჩნდნენ რადიკალური ოპოზიციის საარჩევნო სიაში. შესაბამისად, ისინი არიან მხარე. ესენი ასე უაპელაციოდ ჩვენ გვაბრალებენ, არანაირი ასეთი ტიპის დარღვევა არ ასახულა ეუთო/ოდირის შუალედურ დასკვნაში“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ცესკოში წინასაარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით შესული საჩივრების შესახებ ინფორმაციას წარადგინა. მისი თქმით, დარღვევებთან დაკავშირებით საარჩევნო კომისიაში ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან სულ შესულია 53 საჩივარი, რომლებიც ძირითადად ფეისბუქპოსტებია.