თეონა აქუბარდია: ბატონ პაპუაშვილს ვეტყვი, რომ აჯაფსანდალი ძალიან გემრიელი კერძია - შევჯერდებით „ტექნიკურ მთავრობაზე“, ქვეყანას ევროკავშირის გზაზე დავაბრუნებთ და ევროკავშირშიც შევიყვანთ

თეონა აქუბარდია: ბატონ პაპუაშვილს ვეტყვი, რომ აჯაფსანდალი ძალიან გემრიელი კერძია - შევჯერდებით „ტექნიკურ მთავრობაზე“, ქვეყანას ევროკავშირის გზაზე დავაბრუნებთ და ევროკავშირშიც შევიყვანთ

ბატონ პაპუაშვილს ვეტყვი, რომ აჯაფსანდალი ძალიან გემრიელი კერძია, -ასე გამოეხმაურა „გახარია საქართველოსთვის“ წევრი, თეონა აქუბარდია პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას იმის თაობაზე, რომ „ოპოზიციის სახით აჯაფსანდალი გვაქვს და იმასაც ვერ ბედავენ თქვან, როგორია მათი მთავრობის შემადგენლობა".

თეონა აქუბარდიას განმარტებით, ახლა მთავარია 26 ოქტომბრის არჩევნები და ქართველი ხალხის გამარჯვება.

„ახლა, როცა ნახეს, რომ „ტექნიკური მთავრობა“ არჩევნების შემდგომ დასახელდება, გაბრაზებულები ჩანან. მთავარი ერთია, 26 ოქტომბერს საქართველოს ევროპული გზის დაბრუნება არის გარდაუვალი იმიტომ, რომ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ბრძოლა ივანიშვილს არ გაუვა! რა თქმა უნდა, ჩვენ შევჯერდებით „ტექნიკურ მთავრობაზეც“ და ქვეყანას ევროკავშირის გზაზე დავაბრუნებთ ისევე, როგორც ევროკავშირში შევიყვანთ“, - განაცხადა აქუბარდიამ.

ამასთან, მისივე თქმით, გუშინ გიორგი გახარიასა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შორის გამართული მოლაპარაკებების მთავარი თემა არა ე.წ. ტექნიკური მთავრობის რომელიმე პირზე საუბარი, არამედ 26 ოქტომბრის არჩევნები იყო.

„ახლა მთავარი საკითხი არის 26 ოქტომბერი. სულ რაღაც 3 დღეში ჩვენ უნდა დავაბრუნოთ ქვეყანა ევროპის გზაზე, როდესაც ივანიშვილმა კარი დაუხურა საქართველოს მოსახლეობას, რომელიც ფართოდ იყო ევროკავშირის მხრიდან გაღებული. დარწმუნებული ვარ, სხვა დანარჩენსაც ისევე მწყობრად გავაკეთებთ ამ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, როგორც ეს ევროპული მომავლისთვის გავაკეთეთ“, - განაცხადა აქუბარდიამ.

ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ „ოპოზიციის სახით აჯაფსანდალი გვაქვს“. მისივე თქმით, ე.წ. ტექნიკური მთავრობა ოპოზიციისთვის დიდი ხანია ცნობილია, უბრალოდ, ქართველი ხალხისთვის ამის თქმას ვერ ბედავენ. როგორც პაპუაშვილი აცხადებს, ოპოზიცია „დამოკიდებულია იმაზე, რა ინსტრუქციას მიიღებს გარედან“.

Gami ეს ს-ქალა მამაზე და დედინაცვალზე შტერია.
1 საათის უკან