ამერიკელმა მომღერალმა ბრიტნი სპირსმა განაცხადა, რომ საკუთარ თავზე გათხოვდა. პოსტი ამ განცხადებით მან Instagram-ზე გამოაქვეყნა.
42 წლის მომღერალმა ჩაწერა ვიდეო, რომელზეც ის თეთრი კაბითა და ფატით პოზირებს კამერის წინ. პოსტში მან აღნიშნა, რომ მისი გადაწყვეტილება შესაძლოა ვიღაცამ „უხერხულად ან სულელურად“ ჩათვალოს, თუმცა სპირსი დარწმუნებულია - „ეს ყველაზე გენიალური რამ არის, რაც ოდესმე გამიკეთებია“.
სპირსი ოფიციალურად სამჯერ იყო გათხოვილი. შარშან ის სემ ასგარის დაშორდა, ახლა კი მომღერალი 38 წლის მშენებელ პოლ სოლისს ხვდება, რომელიც მის სახლში მუშაობდა.