მედია: ჰარვი ვაინშტაინს ძვლის ტვინის კიბო აქვს

მედია: ჰარვი ვაინშტაინს ძვლის ტვინის კიბო აქვს

ჰარვი ვაინშტაინს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. როგორც NBC News-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, 72 წლის ამერიკელ კინოპროდიუსერს ძვლის ტვინის კიბო აქვს.

პროდიუსერი მკურნალობის კურსს ნიუ-იორკში, კუნძულ რაიკერსზე მდებარე ციხის საავადმყოფოში გადის, მისმა წარმომადგენლებმა კი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კომენტარებზე უარი განაცხადეს.

ბოლოს ვაინშტაინი სასამართლოს წინაშე სექტემბერში წარდგა, სადაც მას სექსუალური ხასიათის დანაშაულებში კიდევ ერთხელ წაუყენეს ბრალი. პროდიუსერი ბრალდებებს უარყოფს.

სასამართლომდე ცოტა ხნით ადრე ვაინშტაინს გულზე ოპერაცია ჩაუტარდა, მანამდე კი ის ჰოსპიტალიზებული იყო „ჯანმრთელობის არაერთი პრობლემის გამო“, მათ შორისაა დიაბეტი, მაღალი წნევა, სითხე გულსა და ფილტვებში და ა.შ.

2020 წელს ვაინშტანი გაუპატიურებაში ცნეს დამნაშავედ და 23-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. წელს ნიუ-იორკის სააპელაციო სასამართლომ განაჩენი გააუქმა და საქმე ხელახალ განხილვაზე გადაიყვანა. მაგრამ ვაინშტაინი მაინც რჩება ციხეში, რადგან ძალაშია 2023 წელს გამოტანილი განაჩენი, რომლის მიხედვითაც პროდიუსერს ასევე გაუპატიურების გამო 16-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.