სამხრეთ კორეა ჩრდილოეთ კორეელების სათვალთვალოდ უკრაინაში სამხედროებს გააგზავნის

სამხრეთ კორეა ჩრდილოეთ კორეელების სათვალთვალოდ უკრაინაში სამხედროებს გააგზავნის

სამხრეთ კორეა უკრაინაში სამხედროების გააგზავნის შესაძლებლობას განიხილავს, რათა მათ რუსეთის მხარეს მებრძოლ ჩრდილოეთ კორეელ ჯარისკაცებს უთვალთვალონ. ინფორმაციას სამხრეთ კორეული მედია ავრცელებს.

„არსებობს შესაძლებლობა იმისა, რომ უკრაინაში გაიგზავნონ სამხედროები, რომლებიც რუსეთის მხარეს მებრძოლ ჩრდილოეთ კორეის სპეციალურ დანაყოფებს დააკვირდებიან“, - უყვება წყარო მედიას.

სავარაუდოდ, სამხრეთ კორეული საჯარისო შენაერთის შემადგენლობაში სადაზვერვო დანაყოფები შევლენ, რომლებიც ჩრდილოეთ კორეელი სამხედროების მოქმედებას ბრძოლის ველზე შეისწავლიან და ჩრდილოეთ კორეელი ტყვეების დაკითხვაში მიიღებენ მონაწილეობას.

გარდა ამისა, სამხრეთ კორეა განიხილავს შესაძლებლობას უკრაინას იარაღი გადასცეს და საკუთარ პოლიტიკას ლეტალური იარაღის არმიწოდებასთან დაკავშირებით გადახედოს.