პერუს ყოფილ პრეზიდენტს ქრთამის აღების გამო 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

პერუს ყოფილ პრეზიდენტს ქრთამის აღების გამო 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

პერუს ყოფილი პრეზიდენტი ალეჰანდრო ტოლედო ბრაზილიური სამშენებლო გიგანტის Odebrecht-გან დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დამნაშავედ ცნეს და 20 წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

პროკურატურის მტკიცებით, პერუს ყოფილმა პრეზიდენტმა ბრაზილიური გიგანტისგან 35 მილიონი დოლარის ოდენობის ქრთამი აიღო და სანაცვლოდ კომპანიას ნება დართო აეშენებინა გზა, რომელიც ქვეყნის სამხრეთ სანაპიროს დასავლეთ ბრაზილიაში მდებარე ამაზონის რეგიონს დააკავშირებს.

78 წლის ტოლედო, რომელიც განათლებით ეკონომისტია, პერუს 2001 – 2006 წლებში მართავდა.