ინდოეთის პრემიერ-მინისტრი რუსეთში BRICS-ის სამიტზე ჩავიდა

ინდოეთის პრემიერ-მინისტრი რუსეთში BRICS-ის სამიტზე ჩავიდა

ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი რუსეთის ქალაქ ყაზანში ორგანიზაცია BRICS-ის სამიტში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„ინდოეთი აფასებს მჭიდრო თანამშრომლობას BRICS-ის ფარგლებში, რომელიც მნიშვნელოვან ადგილად იქცა დიალოგისთვის და ისეთი საკითხების განხილვისთვის, რომელიც გლობალური დღის წესრიგის განვითარებასა და რეფორმირებას, კლიმატის ცვლილებების, ეკონომიკურ თანამშრომლობას, მიწოდების მყარი ჯაჭვების შექმნას, კულტურული და ადამიანებს შორის კავშირების უზრუნველყოფას ეხება“, - განაცხადა მოდიმ რუსეთში ვიზიტის დაწყებამდე.

ყაზანში აგრეთვე ელოდებიან ჩინეთის პრეზიდენტს სი ძინპნის, გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტერეშს და სხვა ქვეყნების ლიდერებს. BRICS-ის სამიტი რუსეთში დღეს გაიხსნება და 24 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

BRICS-ი, რომელიც ამჟამად 9 წევრისგან შედგება (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი, სამხრეთ აფრიკა, ეგვიპტე, ეთიოპია, ირანი და არაბთა გაერთიანებული საამიროები), 2006 წელს დაარსდა. განაცხადი გაწევრიანების შესახებ შეტანილი აქვთ თურქეთს, სირიასა და კუბას.