ყოფილი პოლიტპატიმარი ნუკრი კაკილაშვილი „ნაცმოძრაობის“ რეჟიმზე: მითხრეს, რომ გარკვეული თანხა უნდა მიმეტანა, რაღაც პერიოდი ვიყავი მალვაში. მე, რომ არ გამოვჩნდი, ჩემი შვილი დააპატიმრეს. მე ჩავბარდი და ჩემი ოჯახი იყო რეპრესიაში

ის, რასაც ბატონი ბიძინა ივანიშვილი აჟღერებს ყველა გამოსვლაში, რომ არჩევნების მერე გასამართლდება ეს პარტია, მე 100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ ის ადამიანი ამ პირობას შეასრულებს, იმ შემთხვევაში თუ ჩვენ გავალთ არჩევნებზე და მივიღებთ საკონსტიტუციო უმრავლესობას, - განაცხადა ყოფილმა პოლიტპატიმარმა, ვეტერანმა ფეხბურთელმა ნუკრი კაკილაშვილმა „ნაცმოძრაობის“ გასამართლებასთან დაკავშირებით.

მან „ქრონიკასთან“ საუბრისას, „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის რეპრესიები გაიხსენა და აღნიშნა, რომ ეს პარტია აუცილებლად უნდა გასამართლდეს.

„მე რაღაც პერიოდის განმავლობაში, როდესაც დამიბარეს გარკვეულ ორგანიზაციაში და მითხრეს არაფრის გამო გარკვეული თანხა უნდა მიმეტანა, რაღაც პერიოდი ვიყავი მალვაში და იმ დროს, როდესაც მე არ გამოვჩნდი ჩემი შვილი წაიყვანეს სახლიდან და დააპატიმრეს. შემდეგ, მე ჩავბარდი რა თქმა უნდა და იმ პერიოდში, რაც მე ციხეში გავატარე, იმ პერიოდში ჩემი ოჯახი იყო რეპრესიაში“, - განაცხადა ნუკრი კაკილაშვილმა.