შალვა პაპუაშვილი: წარმოუდგენელია, ვისაუბროთ ამომრჩევლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე, თუმცა ეს არის პოლიტიკური პასუხისმგებლობა და მნიშვნელოვანია, ამომრჩეველმა ამ პოლიტიკური პასუხისმგებლობით მიიღოს გადაწყვეტილება და მისცეს ხმა

შალვა პაპუაშვილი: წარმოუდგენელია, ვისაუბროთ ამომრჩევლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე, თუმცა ეს არის პოლიტიკური პასუხისმგებლობა და მნიშვნელოვანია, ამომრჩეველმა ამ პოლიტიკური პასუხისმგებლობით მიიღოს გადაწყვეტილება და მისცეს ხმა

თავისთავად წარმოუდგენელია, რომ ვისაუბროთ ამომრჩევლის ამ მხრივ სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე, თუმცა ეს არის პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რომელსაც ყველა ამომრჩეველი ატარებს და მნიშვნელოვანი არის, რომ არჩევნებზე ყველა ამომრჩეველმა ამ პოლიტიკური პასუხისმგებლობით მიიღოს გადაწყვეტილება და მისცეს ხმა“-ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმაერთიანი ნეიტრალური საქართველოსგანცხადების შესახებ დასმულ კითხვას, რომ შესაძლებელიაკოლექტიური ნაციონალური მოძრაობისამომრჩევლის სამართლებრივი, პოლიტიკური და მორალური პასუხისმგებლობა დადგეს.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, დემოკრატიისთვის პრობლემაა, როდესაც კონსტიტუციის წინააღმდეგ მოქმედი პარტიები პოლიტიკურად აქტიური არიან.

მისივე თქმით, სწორედ ამის გამო მმართველმა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს, რათა განიხილოსნაციონალური მოძრაობისდა იმ პოლიტიკური ჯგუფების საქმიანობა, რამდენად შეესაბამება კონსტიტუციას და ამის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება ასეთი ორგანიზაციის აკრძალვასთან დაკავშირებით.

ზოგადად 2012-დან მოყოლებული, ჩვენ კვლავ ვდგავართ იმ რეალობის წინაშე რომკოლექტიური ნაციონალური მოძრაობაარის პოლიტიკურად აქტიური, არჩევნებში იღებს მონაწილეობას და გარკვეულ მხარდაჭერას, ეს რა თქმა უნდა, არის პრობლემა ქართული დემოკრატიისთვის, როდესაც კონსტიტუციის წინააღმდეგ მოქმედი პარტიები არიან პოლიტიკურად აქტიური და ეძლევათ შესაძლებლობა, რომ გარკვეული გავლენა ჰქონდეთ პოლიტიკურ ცხოვრებაზე. ამიტომაც არის და ეს არის ჩვენი ერთ-ერთი დაპირება, რომ მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს, რათა განიხილოსნაციონალური მოძრაობისდა იმ პოლიტიკური ჯგუფების საქმიანობა, რამდენად შეესაბამება კონსტიტუციას და ამის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება ასეთი ორგანიზაციის აკრძალვასთან დაკავშირებით.

ვფიქრობ, განსაკუთრებით ბოლო ორ წელიწად-ნახევარმა, მას შემდეგ, რაც დაიწყო რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ, ამომრჩეველს დაანახა, თუ ვისთან აქვს საქმე ამ პარტიების სახით. ესენი არიან პარტიები, რომლებიც იმ ბანერზე, რაც არის განთავსებული ფოტოები, ზუსტად ამ რეალობას უმზადებდნენ საქართველოს, დანგრეულ სკოლებს, მოედნებს, დანგრეულ ეკლესიებს, ამ მომავლისთვის სწირავდნენ ეს პარტიები ქართულ საზოგადოებას და რაც მთავარია, ამას ჰპირდებიან კიდევაც“,-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.