ჩვენი გულწრფელი მოწოდებაა, 26 ოქტომბერს, გადამწყვეტ არჩევნებსა და ბრძოლაში, მხარი დაუჭიროთ მმართველ პარტიას, რომელიც მშვიდობისთვის, ღირსებისთვის, კეთილდღეობისთვის იბრძვის და რაც მთავარია, თავის სამშობლოს ემსახურება და არა ვინმე სხვას

თუ ვინმეს მაგრად აქვს სისხლში გამჯდარი ბრძოლა ტრადიციული, ეროვნული ღირებულებებისთვის, ქართული, მეგრული, სვანური იდენტობის შენარჩუნებისთვის - ეს ხალხი ხართ თქვენ სწორედ და თუ ვინმემ იცის მშვიდობის ფასიც, მეგრელებმა და სვანებმა იციან, თუ იციან,  -  ამის შესახებ  ქართული ოცნებისაღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, ზუგდიდში შეკრებილ მოსახლეობას განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მმართველი გუნდი მოსახლეობას მოუწოდებს, გადამწყვეტ არჩევნებში სწორედქართულ ოცნებასდაუჭიროს მხარი, რომელიც საკუთარ სამშობლოს ემსახურება და არა ვინმე სხვას.

სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, უკანასკნელი რამდენიმე ათეული წელი საკმარისზე მეტი იყო ამ ყველაფრის [მშვიდობის ფასის] აღსაქმელად. შესაბამისად, ბუნებრივია, ჩვენი გულწრფელი მოწოდებაც იმაში მდგომარეობს, რომ 26 ოქტომბერს, არჩევნებში გადამწყვეტ უთანასწორო არჩევნებსა და ბრძოლაში, მხარი დაუჭიროთ მმართველ პარტიას, რომელიც მშვიდობისთვის, ღირსებისთვის, კეთილდღეობისთვის იბრძვის და რაც მთავარია, თავის სამშობლოს ემსახურება და არა ვინმე სხვას.“ -  აღნიშნა მდინარაძემ.