შონ „დიდი“ კომბსი სექსუალურ ძალადობაში კიდევ რამდენიმე ადამიანმა დაადანაშაულა

შონ „დიდი“ კომბსი სექსუალურ ძალადობაში კიდევ რამდენიმე ადამიანმა დაადანაშაულა

ამერიკელი რეპერის შონ კომბსის, იმავე პი დიდის წინააღმდეგ ახალი სარჩელი შეიტანეს.

BBC-ს ცნობით, ნიუ-იორკის ფედერალურ სასამართლოში სულ მცირე 6 ახალი სარჩელია შეტანილი - 2 ქალისა და 4 კაცის მიერ. საჩივრებში აღწერილი ინციდენტები 1995 წლიდან 2021 წლამდე პერიოდს მოიცავს.

სავარაუდო მსხვერპლები ამტკიცებენ, რომ დანაშაულის ნაწილი პი დიდის წვეულებებზე მოხდა. ერთ-ერთი საჩივრის ავტორი აცხადებს, რომ 16 წლის იყო, როდესაც „დიდიმ“ წვეულებაზე გახდა მოსთხოვა, კიდევ ერთი ქალი კი რეპერს გაუპატიურებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ინციდენტის დროს 19 წლის იყო.

კომბსის ადვოკატები ბრალდებებს უარყოფენ და აცხადებენ, რომ „დიდის“ არავისზე უძალადია - „არც არასრულწლოვანზე, არც კაცზე და არც ქალზე“.

კომბსი სექტემბერში დააკავეს. მას ბრალად ედება რეკეტი და სექს ტრეფიკინგი. რეპერს გირაოთი გათავისუფლებაზე უარი ეთქვა.