მატილდა გვარლიანი პირველი ქართველი მოდელი გახდა, რომელიც Victoria's Secret-ის შოუზე გამოვა

მატილდა გვარლიანი პირველი ქართველი მოდელი გახდა, რომელიც Victoria's Secret-ის შოუზე გამოვა

მატილდა გვარლიანი პირველი ქართველი მოდელი გახდა, რომელიც Victoria's Secret-ის შოუსთვის შეარჩიეს. ინფორმაციას სამოდელო სააგენტო Look Modéls Managemént -ის დამფუძნებელი და მატილდა გვარლიანის სამოდელო აგენტი, ნინო ცქიტიშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში ადასტურებს.

Victoria's Secret-ის შოუ წლების განმავლობაში უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა.

რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ, შოუ ბრუნდება და 15 ოქტომბერს, ნიუ-იორკში გაიმართება.

შოუ პირდაპირ ეთერში გადაიცემა საქართველოს დროით 16 ოქტომბრის, 02:30 საათზე.