ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ჩრდილოეთ ისრაელში სამხედრო ბაზაზე დრონებით თავდასხმის შედეგად 4 ჯარისკაცი დაიღუპა, დაშავდა 60-ზე მეტი ადამიანი.
BBC-ს ცნობით, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ჰეზბოლამ“ აიღო. დაჯგუფების განცხადებით, ეს იყო პასუხი ისრაელის მიერ ხუთშაბათს სამხრეთ ლიბანსა და ბეირუთზე მოწყობილ თავდასხმებზე.
„ჰეზბოლაში“ ასევე აზუსტებენ, რომ თავდასხმისთვის დრონები გამოიყენეს.