ლიზა პრესლი გარდაცვლილი შვილის სხეულს ორი თვე სახლში ინახავდა

ლიზა პრესლი გარდაცვლილი შვილის სხეულს ორი თვე სახლში ინახავდა

ცოტა ხნის წინ ლიზა მარი პრესლის ავტობიოგრაფიული წიგნი გამოვიდა. წიგნში, From Here to the Great Unknown, დეტალურადაა მოთხრობილი ელვის პრესლის ქალიშვილის განვლილი გზა ბავშვობიდან გარდაცვალებამდე. წიგნი ლიზას ქალიშვილმა, რაილი კიომ, დაასრულა. სწორედ ამ წიგნის გამოსვლის შემდეგ გახდა ცნობილი საზოგადოებისთვის, რომ ლიზა გარდაცვლილი შვილის სხეულს ორი თვე სახლში ინახავდა.

ლიზა პრესლის შვილმა, ბენჯამინ კიომ, 2020 წელს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. როგორც პრესლის ქალიშვილი, რაილი კიო, From Here to the Great Unknown-ში წერს, ბენჯამინის გარდაცვალების შემდეგ, ორი თვის განმავლობაში მისი ცხედარი სახლში ჰყავდათ დასვენებული.

"დედაჩემისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, შვილთან გამოსამშვიდობებელი დრო ჰქონოდა"—წერს რაილი.

წიგნში რაილი ბენჯამინის მოსაგონარი ტატუს გაკეთების ისტორიასაც ჰყვება. როგორც ის წერს, ტატუ არტისტი სახლში დაუპატიჟებიათ და როცა არტისტმა სასურველი ტატუს სურათის ჩვენება ითხოვა, ლიზამ სურათის ნაცვლად ესკიზი გარდაცვლილი შვილის სხეულზე აჩვენა.

"ლიზამ საწყალ კაცს სთხოვა მისი მკვდარი შვილის სხეულისთვის შეეხედა, რომელიც ზუსტად ჩვენს გვერდით იყო დასვენებული. ზოგადად, ძალიან აბსურდული ცხოვრება მაქვს, მაგრამ ეს ისტორია ტოპ ხუთში შედის" — წერს რაილი წიგნში.