ტეილორ სვიფტმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რატომ უყვართ თავის ფანებს ასე ძალიან — სტიქიისგან დაზარალებულ ამერიკელებს სვიფტმა კოლოსალური რაოდენობის თანხა შესწირა.
ფლორიდის შტატი ძალიან რთულ მდგომარეობაშია — ამ ტერიტორიას ახლახან გადაუარა ქარიშხალმა ჰელენმა. მოსახლეობა კი, რომელიც ჯერ წინა სტიქიის მიერ მიყენებული ზარალს ითვლის, ახლა უკვე მეორე, გაცილებით დამანგრეველი და ძლიერი ქარიშხალი მილტონის მოლოდინშია.
ამერიკის ერთ-ერთმა უდიდესმა საქველმოქმედო ორგანიზაციამ Feeding America 14 გრემის მფლობელ ტეილორს შეწირულობისთვის საჯარო მადლობა გადაუხადა. ორგანიზაციამ ფლორიდის, ჩრდილოეთ და სამხრეთ კაროლინის, ჯორჯიასა და ტენესის შტატების დასახმარებლად ფონდი გახსნა.
"ტეილორ სვიფტის უზომოდ მადლიერები ვართ ქარიშხალი ჰელენისა და მილტონის ზიანის შესამსუბუქებელ ფონდში გულუხვი $5 მილიონიანი შემოწირულებისათვის. მისი წვლილი საზოგადოებებს აღდგენაში დაეხმარება, საშინელი შტორმებით დაზარალებული ადამიანებისთვის საარსებოდ საჭირო საკვების, სუფთა წყლისა და სხვადასხვა ნივთის მიწოდებას უზრუნველყოფს. ერთად შეგვიძლია იმ ოჯახების მხარდაჭერა, რომლებიც ამ რთულ გამოწვევას უმკლავდებიან. ამდლობა, ტეილორ, ჩვენს გვერდით დგომისათვის," — განაცხადა Feeding America-ს გენერალურმა დირექტორმა, კლერ ბაბინო-ფონტენომ.