მუჰამედ ალ-ფაედს სექსუალურ ძალადობაში 200-ზე მეტი ქალი სდებს ბრალს

მუჰამედ ალ-ფაედს სექსუალურ ძალადობაში 200-ზე მეტი ქალი სდებს ბრალს

65-ით გაიზარდა იმ ქალების რიცხვი, რომლებიც BBC-ს მუჰამედ ალ-ფაედის მხრიდან სხვადასხვა დროს სექსუალურ შევიწროებაზე სასაუბროდ დაუკავშირდნენ. ბრალდებები შორეულ 1977 წლამდეც კი მიდის.

მონათხრობი მოიცავს ცნობებს სექსუალური ძალადობის, შევიწროებისა და გაუპატიურების შესახებ. საქმემ რეზონანსული სახე მიიღო მას შემდეგ, რაც ბრიტანულმა ტელევიზიამ 1 წლის წინ გარდაცვლილი მილიარდერის ბნელ მხარეზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო.

მსხვერპლთა თქმით, ალ-ფაედი ძალადობის განსხვავებულ ტაქტიკებს იყენებდა და მისი სამიზნეები ხშირად ისეთი ქალებიც ხდებოდნენ, რომელთაც მასთან სამსახურეობრივი კავშირი არ ჰქონდათ.

არაერთი ქალი ამბობს, რომ ალ-ფაედმა ისინი მოტყუებით დაიქირავა საშინაო საქმეების შესასრულებლად, მოგვიანებით კი მის მიერ სექსუალური ექსპლუატაციის მსხვერპლად იქცნენ, მათ შორის ოქსტედის მდიდრულ სასახლეში.

როგორც აღინიშნა, ყველაზე ადრეული ბრალდება 1977 წლამდე მიდის — მსხვერპლი აცხადებს, რომ ალ-ფაედმა მასზე დუბაიში იძალადა. ეს Harrods-ის შეძენამდე 8 წლით ადრე მოხდა.

ის ამბობს, რომ მილიარდერი მას პირადად დაჰყვებოდა და ემუქრებოდა. ქალები, რომლებიც Harrods-ში მუშაობდნენ, ამბობენ, რომ ალ-ფაიედი ამ ტაქტიკას დაცვის სამსახურის გამოყენებით მიმართავდა.

უკანასკნელი 65 ბრალდებიდან 37-ის შემთხვევაში, დაზარალებული ქალები Harrods-ის ყოფილი თანამშრომლები არიან.