როგორც ჩანს, რეპერი ქანიე ვესთი და მისი ცოლი, ავსტრალიელი არქიტექტორი ბიანკა სენსორი, ორწლიანი ქორწინების შემდეგ ერთმანეთს შორდებიან. ჰოლივუდის ყველაზე მსხვილ გამოცემას, TMZ-ს, წყვილთან დაახლოებულმა პირებმა გაუმხილეს, რომ ვესთი და მისი ცოლი ერთმანეთს უკვე რამდენიმე კვირაა, რაც დაშორდნენ — რეპერის 29 წლის ავსტრალიელი მეუღლე სამშობლოში დაბრუნდა დროის ოჯახთან გასატარებლად.
ამ ეტაპზე ცნობილი არაა, რამ გამოიწვია წყვილს შორის განხეთქილება, თუმცა წყაროების ინფორმაციით, ქანიე მომდევნო პერიოდის გატარებას იაპონიაში, ტოკიოში გეგმავს. ბოლო წლის განმავლობაში ის რამდენჯერმე ეწვია იაპონიას მარტო, ცოლის გარეშე.
ცენზორიმ და ვესთმა ერთმანეთი მაშინ გაიცნეს, როცა 2020 წელს რეპერმა მას ინსტაგრამზე მისწერა და თავისი ბრენდის, Yeezy-ს არქიტექტორობა შესთავაზა. წყვილი 2022 წელს საიდუმლოდ დაქორწინდა და 2023 წლის იანვრიდან ხშირად ხვდებოდა პაპარაცების ობიექტივში. წყვილმა საზოგადოებას თავი გამომწვევი, პროვოკაციული ჩაცმულობით დაამახსოვრა.
The Sun-ის მიხედვით, ქანიე ვესთის ყოფილმა ცოლმა, კიმ კარდაშიანმა, რომელთან ერთადაც რეპერს 4 შვილი ჰყავს, შეშფოთება გამოთქვა იმ პირობების გამო, რაც უკანასკნელ თვეებში მის შვილებს მამასთან სტუმრობისას ხვდებოდათ ხოლმე. არსებობს ვარაუდი იმის შესახებ, რომ ბავშვები ხშირად ხდებოდნენ ვესთის და მისი ცოლის კონფლიქტის მომსწრეები.