იტალიელმა ძველმანებით მოვაჭრემ, ლუიჯი ლო როსომ ნახატი 1962 წელს, კუნძულ კაპრის ერთ-ერთ მიტოვებულ სახლში იპოვა, სადაც ის საქმიანობიდან გამომდინარე ხშირად დადიოდა ხოლმე. იმ დროს 24 წლის წლის ლო როსოსთვის ნახატის მარცხენა კუთხეში არსებული წარწერა "პიკასო" მნიშვნელოვანი არ აღმოჩნდა, ამასთან ერთად, მან ჩათვალა, რომ ნახატი გაყიდვისთვის საკმარისად ლამაზი არ იყო.
პიკასოს ტილო, რომელზეც ცნობილი ესპანელი მხატვრის ერთ-ერთი შეყვარებულია გამოსახული, ლო როსოების სახლის კედელზე ათწლეულების განმავლობაში ეკიდა. მას შემდეგ, რაც ოჯახმა გაიგო, რომ 50-იან წლებში პიკასო კაპრიზე იმყოფებოდა, გაჩნდა ეჭვი, რომ ნახატი ბევრად ღირებული შესაძლოა ყოფილიყო.
საბოლოოდ, ხანგრძლივი საექსპერტო პროცედურების გავლის შემდეგ, დადასტურდა, რომ ტილო მართლაც დიდ ესპანელ მხატვარს ეკუთვნის. წინასწარი შეფასებით მისი ღირებულება დაახლოებით 6 მილიონი ევროა.