7-წლიანი პაუზის შემდეგ, ბრიტანელი მსახიობი დენიელ დეი-ლიუისი კინოში ბრუნდება.
The Guardian-ის ინფორმაციით, ის თავისი ვაჟის, რონან დეი-ლიუისი სარეჟისორო დებიუტში ითამაშებს. სურათზე სახელწოდებით „ანემონი“ სტუდიები Focus Features და Plan B მუშაობენ.
ფილმის სცენარი მამამ და შვილმა ერთად დაწერეს. დრამა ოჯახური კავშირების დინამიკას ეძღვნება. დეი-ლიუისთან ერთად სურათში ითამაშებენ შონ ბინი, სამანტა მორტონი, სემიუელ ბოტომლი და სხვები.
დენიელ დეი-ლიუისმა სამსახიობო კარიერის დასრულების შესახებ 2017 წელს განაცხადა.