„თუ მართალი ვარ, მითხრან - დიდი ბოდიში, სააკაშვილის მთავრობამ დაგიჭირა და გაწამაო“

„თუ მართალი ვარ, მითხრან - დიდი ბოდიში, სააკაშვილის მთავრობამ დაგიჭირა და გაწამაო“

„დამარცხებულ კაცს მე ფეხს არ დავაჭერ“, - ამბობს კომპანია „ელიზის“ დამფუძნებელი, რომელიც სასამართლოსგან მისი საქმის დროულ გამოძიებას ითხოვს. თამაზ ელიზბარაშვილთან ერთად ბრალი მის ოჯახის წევრებსაც წაუყენეს, რომელთა ციხიდან დახსნის მიზნითაც ელიზაბარაშვილს 6 მილიონ ლარიანი გირაო გადაახდევინეს. ბიზნესმენის განცხადებით, დღესაც, პროკურატურაში ის პროკურორები მუშაობენ, რომლებმაც მას ცრუ ბრალდება წაუყენეს.

როგორც ცნობილია, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ მას ხელისუფლებამ ციხის კადრების დაფინანსებაში თამაზ თამაზაშვილთან ერთად დასდო ბრალი. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ელიზბარაშვილს პროკურატურამ მილიონი ლარის გადახდა და წარდგენილი ოთხი ბარლდებიდან ერთ-ერთის აღიარება მოსთხოვა. ელიზბარაშვილი დარწმუნებულია, რომ პროკურატურის პირველი პირის გარეშე ეს შემონათვალი არ იქნებოდა.

For.ge. თამაზ ელიზბარაშვილს ესაუბრა.

ბატონო თამაზ, რა ეტაპზეა თქვენს მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე?

- 3 წელი და 6 თვეა ვიბრძვი იმისათვის, რომ ჩემს მიმართ დადგეს განაჩენი. თუ ვარ დამნაშავე მითხრან, რომ დამნაშავე ვარ და გამოიტანონ განაჩენი, თუ მართალი ვარ, მითხრან, რომ დიდი ბოდიში სააკაშვილის მთავრობამ დაგიჭირა და გაწამაო. მინდა გითხრათ, რომ გავიარე წამების ყველა სახე, ცოცხის გარდა. ყველა მეთოდით მაწამეს, მაგრამ ვერ გამტეხეს. ბოლოს ჩემი შვილით და რძლით გამტეხეს. ჩემი შვილი პატიმარი იყო, ჩემი რძალიც დაპატიმრებული იყო, რომ არ დაეხოცათ ისინი ციხეში, იძულებული გავხდი, რომ გირაოზე დამედო 6 მილიონი და ამით გადავარჩინე ჩემი შვილის და რძლის სიცოცხლე. მეც გამომიშვეს ციხიდან. ამის შემდეგ დავიწყე ბრძოლა და ეს ბრძოლა დღემდე გრძელდება.

ჩემს საქმეზე პეროკურატურამ 8 პროკურორი შეცვალა. გასაგებია, რომ სააკაშვილის რეჟიმის დროს, ჩემს სიმართლეს ვერ დავამტკიცებდი სასამრთლოში და ბუნებრივია, ისევ ციხეში შებრუნება მომიწევდა, იმიტომ, რომ მე ვიყავი უდანაშაულო და თავს დამნაშავედ არ ვცნობდი. ჩემი რძალი გირაოთია გამოშვებული, მე ვერ გამტეხეს, 24 წლის გოგოს პატარა ბავში მოწყვიტეს მკერდიდან და შემოაგდეს ციხეში, ქმარიც პატიმარი ჰყავდა, მეც ციხეში ვიყავი და თოთო ბავშვი მარტო, უპატრონოდ დატოვეს.

ძალიან დიდი საქმე გაკეთდა, რომ სააკაშვილის რეჟიმი მოვიშორეთ, მაგრამ პროკურატურა სავსეა სააკაშვილის და ადეიშვილის ნარჩენებით, რომლებსაც, მაპატიეთ და, სულ ფეხებზე ჰკიდიათ სამართლიანობის აღდგენა, თავის თავს ხომ არ დაიჭერენ?! ამდენი ხალხი გააუბედურეს და ხომ არ იტყვიან, რომ კი ბატონო, ჩვენ ამას ვაკეთებდითო. სწორედ ეს ხლახია დღეს პროკურატურაში, რომლებიც მე მებრძვიან და ჩემს საქმეს არ დააყენეს საშველი.

ამ პროკუროების ხელშეშლა რაში გამოიხატება?

- სასამართლოში პროკურატურის გამო ხდება ჩემი საქმის გაწელვა. ჩემი ციხეში ყოფნა ხომ უნდა გაამართლონ რამეთი, რომ ოთხი წაყენებული მუხლიდან, ერთში მაინც მცნონ დამნაშავედ. თუ მე გამამართლა პროკურატურამ და სასამართლომაც გამოიტანა ყველა მუხლში გამამართლებელი განაჩენი, მაშინ, ყველა ის პროკურორი, რომლებმაც ჩემი საქმე შეკერეს და მე და ჩემი ოჯახის წევრები ციხეში გაგვიშვეს, აი იმათ მოუწევთ პასუხისგება ამ ყველაფერზე და ეს არ უნდათ.

შეგიძლიათ დაასახელოთ ის პროკურორები?

- ესენი არიან კუტალაძე და საყვარელიძე. ესენი არიან მოქმედი პროკურორები.

არ გიცდიათ შეხვედრა ყოფილ მთავარ პროკურორთან, არჩილ კბილაშვილთნ?

- ჩემი ადვოკატები შეხვდნენ და იცით რა პასუხი მისცა არჩილმა? ჩვენ ვიცით ყველაფერი, ვიცით როგორ აქტიურად ებრძოდა სააკაშვილის რეჟიმსო (ამის მტკიცებულებაც არსებობს, არა მარტო ფინანსურად ვეხმარებოდი ოპოზიციას, არამედ წინა ხაზზე ვიდექი), მაგრამ ჩვენ რომ ბრალდება გამოვითხოვოთ სასამართლოდან, ამას მოჰყვება იმ პროკურორების პასუხსიმგებლობის საკითხი, რომლემაც ეს საქმე შეკერესო, ამას მაინც თავს ავარიდებთო. სასამართლო მაინც გაამართლებს ელიზბარაშვილს და სასამართლოს მივანდოთ ეს საკითხიო. ასეთი პასუხი გასცა ჩემს ადვოკატებს.

თქვენ მოითხოვეთ ყოფილ-პრემეირ მინისტრთან შეხვედრა იმ მოტივით, რომ პროკურატურის მაღალჩინოსნები გაიძულებდნენ ბიზნეს წილების დათმობას...

- მე ვთქვი, რომ თუ ამ მაღალჩინოსნებს ვერ გავუმკლავდებოდი, იმ შემთხვევაში ვთხოვდი შეხვედრას ბატონ ბიძინას და ამ საკითხში დახმარებას-თქო. პრევენციის მიზნით გავაკეთე ეს განცხადება, იმიტომ, რომ ვიცოდი, ამ განცხადების შემდეგ კიდევ უფრო გავძლიერდებოდი და უფრო თამამად გავცემდი პასუხს იმ პროკურორებს, რომლებსაც გაუჩნდათ ინტერესი ჩემს ბიზნესში შემოსვლის.

ვინ იყვნენ ეს პროკურორები?

- ისინი ახლა უკვე აღარ არიან პროკურორები და ვფიქრობ, რომ ამაში მეც ლომის წვლილი შევიტანე. ამიტომ, დამარცხებულ კაცს მე ფეხს აღარ დავაჭერ.

გავრცელებული ინფორმაციით, ეს მაღალჩინოსანი იყო ლაშა ნაცვლიშვილი...

- როგორც გითხარით, დამარცხებულ კაცს მე ფეხს არ დავაჭერ.

ოთარ ფარცხალაძესთან კომუნიკაცია არ გქონდათ?

- როგორ არ ვეცადე ფარცხალაძესთან კომუნიკაციის დამყარებას, მაგრამ მან ჩემს ადვოკატს ლალი აფციაურს პირდაპირ უთხრა, რომ თამაზ ელიზბარაშვილი იმის გამო, რომ სააკაშვილის რეჟიმს ებრძოდა, უნდა დავიჭირო და ციხეში უნდა გავუშვა და არა მარტო ისო, არამედ მისი ოჯახის წევრებიცო. ლალიმ მას იქვე საკადრისი პასუხი გასცა. მე არ დამცალდა, რომ შევხვედროდი, თვალებში შემეხედა და მეთქვა მისთვის სათქმელი, მანამდე მოხსენს. შევხვდი მის უახლოეს გარემოცვას და შევუთვალე ის, რასაც იმსახურებდა.

ლაშა ნაცვლიშვილი იყო თქვენი ბავშობის მეგობარი, ძნელად დასაჯერებელია, რომ მას არ სცოდნოდა თქვენი ისტორია, რატომ არ დაინტერესდა თქვენი ისტორიით?

- მან არა თუ იცოდა ჩემი პოლიტიკური აქტივობა, არამედ ნაცვლიშვილის სიმამრი, მისი ცოლის დები ჩემი მეზობლები არიან. ბავშობიდან ვიცნობდით მე და ლაშა ერთმანეთს, სიმართლე გითხრათ, ახლაც პატივს ვცემ როგორც ჩემი ბავშობის მეგობარს. ლაშამ პირდაპირ მითხრა - მე რა ვქნა, კბილაშვილის მოთხოვნაა, რომ ბარალი არ გამოვიტანოთო, ეს კაცი უდანაშაულოა, საქმე ადეიშვილის პროკურატურამ შეუკერაო, ასეთი პოზიცია აქვსო კბილიაშვილსო. მაშინ ვკითხე, თქვენ სად გაქვთ გარანტია, რომ მოსამართლე, რომელიც ჩემს საქმეს განიხილავს, არ მოექცევა კუბლაშვილის ზეგავლენის ქვეშ-თქო?

ხელისუფლების შეცვლის შემდეგ პროკურატურამ სამჯერ შემომითვალა შანტაჟის შემცვლელი წინადადება. ეს ხდებოდა 2013 წელს. იცით, რომ სასამართლოს ძალით დავიბრუნე 6 მილიონი და ამაზე გაგიჟებულმა პროკურატურამ დაიწყო ჩემს მიმართ მუქარა. გამომიგზავნეს პროკურორი ბესო თხელიძე, რომელიც ახლა დაწინაურებულია და მეუბნება, რომ მილიონი უნდა გადაიხადო საპროცესოში, ერთი ბრალი მაინც უნდა აღიარო და ამით დამთავრდება საქმეო.

არ ფიქრობთ, რომ ბესო თხელიძე ერპიროვნულად ვერ მიიღებდა ამ გადაწყვეტილებას და რომ მან შეასრულა ზემდგომის დავალება?

- პირველი პირის გარეშე ეს შემონათვალი არ იქნებოდა. რაც არ უნდა იმართლოს თავი არჩილ კბილაშვილმა, ვერავინ ვერ დამაჯერებს, რომ არჩილ კბილაშვილისგან არ მოდიოდა ეს ყველაფერი. ბესო თხელიძე ამას ვერ გაბედავდა, ეს ხდებოდა მთავარი პროკურორის დავალებით. ციხეში რომ ვიყავი, მაშინ, კბილაშვილი იცავდა ებრაელ ბიზნესმენებს, ისინი მე გლდანის ციხეში გავიცანი, იქ ორჯერ ვნახე კბილაშვილი. მაშინ ხმალამოღებული იბრძოდა სამართლიანობისათვის, მაგრამ მთავარი პროკურორი რომ გახდა, რადიკალურად შეიცვალა, საკადრო პოლიტიკაც კი არ გაატარა პროკურატურაში. სააკაშვილის და ადეიშვილის პროკურორები სამსახურიდან არ გაუშვა. როცა ვიღაც-ვიღაცეები ცდილობდნენ ბიზნეს-ინტერესებში შესვლას და წილების წართმევას, როგორ გგონიათ, როცა შენ კარგი ხელმძღვანელი ხარ, ეს შენმა ხელქვეითმა უნდა გაბედოს? ან კბილაშვილი თვალებს ხუჭავდა ამ ყველაფერზე, ან ხელს უწყობდა.

პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ დღეს ბიზნესზე ზეწოლა არ არისო. თქვენ, როგორც ბიზნესმენი, ეთანხმებით?

- ირაკლი არის უწესიერესი ახალგაზრდა, მე მისი მჯერა. ისიც ჩვეულებრივი ადამიანია, შეცდომა შეიძლება მოუვიდეს ყველას და მათ შორის - ირაკლისაც, მაგრამ იმდენად ჭკვიანია, რომ არაფერი გამოეპარება. შეიძლება დღეს არა, მაგარამ ხვალ ყველას პასუხს მოსთხოვს, თუ მსგავსი რამ მოხდა. მე იმის შიში მაქვს, რომ ვინმემ არ მოატყუოს. იმიტომ, რომ იმდენად ცბიერია ადამაინების ჯგუფი, რომ ახერხებენ ცრუ ინფრომაციის მიტანას პრემიერ-მინისტრამდე და გარკვეული ეტაპი, შეიძლება, დააჯერონ, რომ ყველაფერი კარგად არის, მაგრამ ყველაფერი კარაგად რომ არაა, ეს ბუნებრივია, ჩანს. დღეს ჩვენს ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენას საშველი არ დაადგა.