რამდენი ადამიანი იქნება 21-ე საუკუნის ბოლოს — რას ამბობენ ექსპერტები

რამდენი ადამიანი იქნება 21-ე საუკუნის ბოლოს — რას ამბობენ ექსპერტები

1804 წელს მსოფლიოს მოსახლეობამ მილიარდს პირველად მიაღწია. უკვე 200 წლის შემდეგ დედამიწაზე 8 ადამიანი ცხოვრობდა. ბოლო კვლევებით დღეს ადამიანების რაოდენობა 8.2 მილიარდია.

ექსპერტების თქმით, მოსახლეობის რაოდენობა 2080-იან წლებამდე გაიზრდება, მაგრამ შემდეგ კლება დაიწყება. მოსალოდნელია, რომ 80-იანებში მოსახლეობის რაოდენობა 10.3 მილიარდს მიაღწევს, მაგრამ, უკვე 2100 წლისთვის 10.2 მილიარდზე ჩამოვალთ.

თუ ეს ასე იქნება, მე-14 საუკუნის შემდეგ პირველად მოხდება, როდესაც გლობალური პოპულაცია დაიკლებს. ბოლოს ეს შუა საუკუნეებში შავი ჭირის ეპიდემიისას მოხდა.

მიუხედავად იმისა, რომ დედამიწაზე ადამიანების რაოდენობა მატულობს, არის ადგილები, სადაც ეს ზრდა მცირდება და მეტიც, შეინიშნება კლებაც კი. ამის ყველაზე ცნობილი მაგალითები იტალია და იაპონიაა. ყველაზე დიდი კლება კი კუკის კუნძულებზეა, სადაც ციფრებში ეს -2.24%-ია.

დღეს მოსახლეობის შემცირებაზე ყველაზე მეტად შობადობის კონტროლია პასუხისმგებელი. ბევრი მომაკვდინებელი დაავადების დაძლევისა და სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის მკვეთრად ზრდის პარალელურად მოსახლეობის რაოდენობის სტაბილურობისთვის შობადობის კონტროლი მნიშვნელოვანი ფაქტორია.

სწორედ ასეთ სტატისტიკაზე დაყრდნობით მიიჩნევა, რომ 2100 წლისთვის პოპულაციის რაოდენობა კლებას დაიწყებს.

როგორი იქნება მსოფლიო, როცა მოსახლეობა საბოლოოდ კლებას დაიწყებს? ამაზე ზუსტი პასუხის თქმა მხოლოდ დროს შეუძლია, მაგრამ მეცნიერებს უკვე აქვთ გარკვეული ვერსიები.