ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისრაელ კაცმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ირანმა ისრაელზე სარაკეტო თავდასხმით წითელი ხაზი გადაკვეთა.
„აიათოლას რეჟიმმა წითელი ხაზი გადაკვეთა, და ისრაელის სახელმწიფო ჩვენს მოქალაქეებზე ირანის ბრუტალური თავდასხმის შემდეგ ჩუმად არ იჯდება“, - დაწერა კაცმა.
მან მოუწოდა მთელ მსოფლიოს დაუდგეს გვერდში ისრაელს და შეაჩეროს ირანის ბოროტების ღერძი, სანამ გვიან არ არის.
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე მადლობა გადაუხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს კამალა ჰარისს, რომელმაც მხარი დაუჭირა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებას ბრძანება გაეცა რეგიონში დისლოცირებული ამერიკელი ჯარისკაცებისთვის ისრაელის დასაცავად.