100-ზე მეტი ადამიანი აპირებს, რომ რეპერ შონ „დიდი“ კომბს სექსუალური შევიწროებისთვის, გაუპატიურებისთვის და სექსუალური ექსპლუატაციისთვის უჩივლოს.
BBC ინფორმაციას ამერიკელ ადვოკატ ტონი ბაზბიზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც მოსარჩელეების ინტერესებს წარმოადგენს. მისივე თქმით, მსხვერპლების ნაწილი არასრულწლოვანია, ერთ-ერთი კი აცხადებს, რომ დანაშაული მის წინააღმდეგ მაშინ ჩაიდინეს, როდესაც ის 9 წლის იყო.
ადვოკატის განმარტებით, ის ჯამში 120 ადამიანის ინტერესებს წარმოადგენს, აქედან 25 არასრულწლოვანია. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც „დიდის“ სექსუალურ შევიწროებაში არასრულწლოვანები ადანაშაულებენ.
კომბსის ადვოკატმა ერიკა ვულფმა კი განაცხადა, რომ რეპერი ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს და მათ „სიცრუესა და ცილისწამებას“ უწოდებს.
კომბსი გასულ კვირას დააკავეს. მას ბრალად ედება რეკეტი და სექს ტრეფიკინგი. რეპერს გირაოთი გათავისუფლებაზე უარი ეთქვა.