ისრაელის არმიამ ლიბანში შეზღუდული სახმელეთო ოპერაცია დაიწყო

ისრაელის არმიამ ლიბანში შეზღუდული სახმელეთო ოპერაცია დაიწყო

ისრაელის არმიამ ლიბანში შეზღუდული სახმელეთო ოპერაცია დაიწყო. ამის შესახებ ისრაელის არმიაში განაცხადეს.

„პოლიტიკური ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, რამდენიმე საათის წინ, ისრაელის არმიამ დაიწყო შეზღუდული, ლოკალიზებული და მიზანმიმართული სახმელეთო ოპერაცია სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას“ ტერორისტული სამიზნეებისა და ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ“, - ნათქვამია ისრაელის თავდაცვითი ძალების განცხადებაში.

ისრაელის არმიაში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ სამიზნეები განლაგებულია საზღვრის მახლობლად მდებარე სოფლებში და უშუალო საფრთხეს უქმნის ისრაელის თემებს ჩრდილოეთ ისრაელში.

„ისრაელის საჰაერო ძალები და არტილერია მხარს უჭერენ სახმელეთო ძალებს ზუსტი დარტყმებით სამხედრო ობიექტებზე ამ ტერიტორიაზე“, - აღნიშნულია განცხადებაში.