იაპონიის ახალი პრემიერ-მინისტრი სიგერუ ისიბა გახდა

იაპონიის ახალი პრემიერ-მინისტრი სიგერუ ისიბა გახდა

იაპონიის პარლამენტმა მთავრობის მეთაურის პოსტზე მხარი ქვეყნის მმართველი ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის კანდიდატს, სიგერუ ისიბას დაუჭირა.

მას შემდეგ, რაც ისიბას კანდიდაუტრას იმპერატორი ნარუჰიტო დაუჭერს მხარს, ის ქვეყნის ისტორიაში 102-ე პრემიერ-მინისტრი გახდება.

Reuters-ი წერს, რომ მანამდე ისიბა ოთხჯერ დამარცხდა პარტიის თავმჯდომარის და, შესაბამისად, პრემიერ-მინისტრის თანამდებობისთვის ბრძოლაში. როდესაც მან წელს თავისი კანდიდატურა მეხუთედ წარადგინა, აღნიშნა, რომ ეს მისი ბოლო მცდელობა იქნებოდა.

67 წლის ისიბა იკავებდა იაპონიის თავდაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობებს.