„ცაჰალი“: ისრაელმა ლიბანში „ჰეზბოლას“ 75 ობიექტი დაბომბა

„ცაჰალი“: ისრაელმა ლიბანში „ჰეზბოლას“ 75 ობიექტი დაბომბა

ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა დაზვერვის დახმარებით ლიბანში დაჯგუფება „ჰეზბოლას“ 75 სამიზნეზე იერიში მიიტანა. ინფორმაცია ისრაელის თავდაცვის არმიის („ცაჰალის“) ტელეგრამ არხზეა გამოქვეყნებული.

„გვიან ღამით ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ისრაელის თავდაცვის არმიის დაზვერვის დახმარებით ბექაას რაიონსა და ლიბანის სამხრეთით ტერორისტული ორგანიზაცია „ჰეზბოლას“ დაახლოებით 75 ტერორისტულ ობიექტზე იერიში მიიტანა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

„ცაჰალის“ მტკიცებით, საჰაერო იერიშების შედეგად დაიბომბა „ჰეზბოლას“ იარაღის საწყობები, გამშვები დანადგარები. იერიშებს „ჰეზბოლას“ რამდენიმე მებრძოლიც შეეწირა.

ისრაელის თავდაცვის არმია აგრძელებს ოპერაციას „ჰეზბოლას“ ინფრასტრუქტურის დაზიანებისა და მისი შესაძლებლობების შესუსტების მიზნით, დასძინეს „ცაჰალში“.