ნიკოლის მშობლები: ენტონი დევიდ კიდმანი და ჯანელ ენ მაკნეილი შოტლანდიური და ირლანდიური ფესვების მქონე ავსტრალიელები არიან. ნიკოლის მამა კიბოს უჯრედების შემსწავლელ სპეციალისტად მუშაობდა ვაშინგტონში და როდესაც ნიკოლი 4 წლის გახდა, ოჯახი ავსტრალიაში დაბრუნდა, რადგან ენტონიმ სიდნეის ტექნიკურ უნივერსიტეტში დაიწყო მუშაობა.
ბავშვობაში ნიკოლ კიდმანს თანაკლასელები სიმაღლის გამო „პოლის ჯოხს” ეძახდნენ. 13 წლის ასაკში ნიკოლის სიმაღლე 175 სანტიმეტრი იყო. „პოლის ჯოხის” გარდა, თმის წითური ფერის გამო, კიდმანს „სტაფილოც” შეარქვეს.
ნიკოლ კიდმანი 4 წლის ასაკიდან იყო ბალეტით დაკავებული.
ნიკოლ კიდმანს აღიარებული აქვს, რომ მოიხმარდა ნარკოტიკულ საშუალებებს, თუმცა, მათზე დამოკიდებულებას უარყოფს.
2005 წელს ნიკოლ კიდმანმა ორი სხვადასხვა სასამართლო დავა მოუგო ავსტრალიელ პაპარაცებს.
ნიკოლი ავსტრალიური საფეხბურთო ლიგის კლუბ „სიდნეი სვონსის” ქომაგია და ხშირად ესწრება თავისი რჩეული კლუბის მატჩებს სტადიონზე. მისი საყვარელი ფეხბურთელია ბარი ჰოლი.
ნიკოლ კიდმანის ინტელექტის კოეფიციენტი 132 ქულაა.
2004 წელს ნიკოლ კიდმანი დასახელდა ავსტრალიის უმდიდრეს ადამიანად 40 წლამდე ასაკის ქალებს შორის. მისი ქონება იმ მომენტისთვის 158 მილიონ ავსტრალიურ დოლარად იყო შეფასებული.
თავდაპირველად ნიკოლ კიდმანს უნდა შეესრულებინა მთავარი როლი ფილმში „მისტერ და მისის სმიტები” ბრედ პიტთან ერთად, თუმცა, პირადი მიზეზების გამო მან უარი განაცხადა და როლი ანჯელინა ჯოლის შეხვდა.
პირველად ბოტოქსის ინიექციები მსახიობმა 44 წლის ასაკში გაიკეთა.
ნიკოლ კიდმანს უჩვეულო ფობია აქვს – მას პეპლების ეშინია.
ნიკოლ კიდმანის მტკიცებით, ხშირად იგი საერთოდ არ იცვამს ქვედა თეთრეულს და ტრუსების გარეშე დადის ქუჩაში.
ბავშვობაში ნიკოლ კიდმანმა მაღაზიაში მოიპარა თოჯინა „ბარბი”, რადგან, მშობლებმა უარი განუცხადეს სათამაშოს ყიდვაზე.