პუტინი: რუსეთი იტოვებს უფლებას, გამოიყენოს ბირთვული იარაღი რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაში, მათ შორის, თუ მტერი ჩვეულებრივი იარაღის გამოყენებით კრიტიკულ საფრთხეს უქმნის ჩვენს სუვერენიტეტს

პუტინი: რუსეთი იტოვებს უფლებას, გამოიყენოს ბირთვული იარაღი რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაში, მათ შორის, თუ მტერი ჩვეულებრივი იარაღის გამოყენებით კრიტიკულ საფრთხეს უქმნის ჩვენს სუვერენიტეტს

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი იტოვებს უფლებას, გამოიყენოს ბირთვული იარაღი რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაში, მათ შორის, თუ მტერი ჩვეულებრივი იარაღის გამოყენებით კრიტიკულ საფრთხეს უქმნის ქვეყნის სუვერენიტეტს. ინფორმაციას ამის შესახებ კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.

ვლადიმირ პუტინის თქმით, ბირთვული ტრიადა რჩება სახელმწიფოსა და მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყველაზე მნიშვნელოვან გარანტიად და მსოფლიოში სტრატეგიული პარიტეტისა და ძალთა ბალანსის შესანარჩუნებლად ინსტრუმენტად.

„ამავდროულად, ჩვენ ვხედავთ, რომ თანამედროვე სამხედრო-პოლიტიკური ვითარება დინამიურად იცვლება და ეს უნდა გავითვალისწინოთ, მათ შორის რუსეთისა და ჩვენი მოკავშირეებისთვის სამხედრო საფრთხეებისა და რისკების ახალი წყაროების გაჩენა“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

„ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, გამოვიყენოთ ბირთვული იარაღი რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაში. ეს საკითხი შეთანხმებულია ბელორუსის პრეზიდენტთან. მათ შორის, თუ მტერი ჩვეულებრივი იარაღის გამოყენებით კრიტიკულ საფრთხეს უქმნის ჩვენს სუვერენიტეტს“, - დასძინა მან.