გიორგი კახიანი ჯო ბაიდენის მიღებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიწვევის გაუქმებაზე: ამ ფაქტს არჩევნების მოახლოებას ვუკავშირებ - არჩევნები არის ის მოვლენა, რომელიც დღეს ძალიან ბევრ რამეს განაპირობებს

გიორგი კახიანი ჯო ბაიდენის მიღებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიწვევის გაუქმებაზე: ამ ფაქტს არჩევნების მოახლოებას ვუკავშირებ - არჩევნები არის ის მოვლენა, რომელიც დღეს ძალიან ბევრ რამეს განაპირობებს

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი კახიანი აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მიღებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოწვევის გაუქმებას „დღის ქრონიკაში“ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ ფაქტს არჩევნების მოახლოებას უკავშირებს.

მისი თქმით, არჩევნები არის ის მოვლენა, რომელიც დღეს ძალიან ბევრ რამეს განაპირობებს, მათ შორის იმ ქმედებებსა და განცხადებებსაც, რომელსაც საქართველოსთან მიმართებაში ვისმენთ.

„ამ ფაქტს არჩევნების მოახლოებას ვუკავშირებ. ვითარებაა ასეთი: ჩვენ გვყავს ოპოზიცია, რომელსაც არანაირი რესურსი არ გააჩნია, არანაირი მხარდაჭერა არ აქვს საზოგადოების მხრიდან, ეს არის ძალა, რომელიც ქვეყნის შიგნით ვერაფერს სთავაზობს საზოგადოებას. ეს ძალა პოლიტიკურად სულდგმულობს ასეთი განცხადებებითა თუ მოქმედებებით, რომელსაც ქვეყნის გარედან ვხედავთ. რაც უფრო ახლოვდება არჩევნები ასეთი განცხადებები უფრო და უფრო მატულობს. ეს ყველაფერი ემსახურება ერთ რამეს, რომ რამენაირად ოპოზიცია, რომელსაც საზოგადოებაში არანაირი მხარდაჭერა არ გააჩნია. უკვე რამდენი ხანია წინასაარჩევნო პერიოდი მიმდინარეობს და ვერ გავიხსენებ რამე ისეთ, როდესაც ოპოზიციის წარმომადგენლებს საზოგადოებისთვის პრობლემურ საკითხზე ესაუბრა“, - აღნიშნა გიორგი კახიანმა.