„ქართული ოცნების“ ნაძალადევის რაიონის დელეგატი მოსახლეობასთან ყოველდღიურ შეხვედრებს აგრძელებს

„ქართული ოცნების“ ნაძალადევის რაიონის დელეგატი მოსახლეობასთან ყოველდღიურ შეხვედრებს აგრძელებს

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ნაძალადევის რაიონის დელეგატი ირაკლი ხელაძე მოსახლეობას ყოველდღიურად ხვდება. ამჯერად, ადგილობრივებთან შეხვედრები გაიმართა ცოტნე დადიანის ქუჩაზე, მეტროსადგურ „ნაძალადევის“ მიმდებარე სკვერში, ბეჟანიშვილისა და ილურიძის ქუჩებზე. დელეგატი ასევე შეხვდა ქართლის, კნოლევისა და ქსოვრელის ქუჩის მცხოვრებლებს.

„ადგილობრივ მოსახლეობასთან მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები განვიხილეთ და ის ინფრასტრუქტურული საკითხები მოვისმინეთ, რაც მათ აწუხებთ. „ქართული ოცნების“ მთავარი მიზანი ჩვენი ქვეყნის წარმატებული მომავლის უზრუნველყოფა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა, რისთვისაც საუკეთესო იარაღია მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება“, - აღნიშნა ირაკლი ხელაძემ.

შეხვედრებს ასევე ესწრებოდნენ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი და ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე.