გიორგი ვოლსკი ლაგაზიძის და გიგაურის ორგანიზაციებზე: ის, რომ პოლიტიკურ ველზე არიან შემოჭრილები, არც თვითონ დაუმალავთ არასოდეს. უნდა გაასაჯაროონ რა თქმა უნდა ფინანსები

გიორგი ვოლსკი ლაგაზიძის და გიგაურის ორგანიზაციებზე: ის, რომ პოლიტიკურ ველზე არიან შემოჭრილები, არც თვითონ დაუმალავთ არასოდეს. უნდა გაასაჯაროონ რა თქმა უნდა ფინანსები

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას ეხმაურება.

„[ეკა გიგაურისა და ხათუნა ლაგაზიძის ორგანიზაციების] იდეა არის დაძაბულობის, უნდობლობის, დაპირისპირებების და საერთაშორისო, ნეგატიური შეფასებების გამოწვევა საქართველოს მიმართულებით. ამას აკეთებენ, თორემ ის, რომ პოლიტიკურ ველზე არიან შემოჭრილები, არც თვითონ დაუმალავთ არასოდეს. უნდა გაასაჯაროონ რა თქმა უნდა [ფინანსები], ამას თქმა რათ უნდა?!“ - აღნიშნა ვოლსკიმ.

ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებით, ეკა გიგაურისა და ხათუნა ლაგაზიძის ორგანიზაციები „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტები“ არიან და მათზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონი გავრცელდება.