ანრი ოხანაშვილი ადეიშვილის გაეროში გამოჩენაზე: ასეთი კრიმინალის აზრების მოსმენა თუ აინტერესებთ გაეროში კონკრეტულ პირებს, ეს მეტყველებს მათ დამოკიდებულებაზე ქართველი ხალხის მიმართ

ანრი ოხანაშვილი ადეიშვილის გაეროში გამოჩენაზე: ასეთი კრიმინალის აზრების მოსმენა თუ აინტერესებთ გაეროში კონკრეტულ პირებს, ეს მეტყველებს მათ დამოკიდებულებაზე ქართველი ხალხის მიმართ

ანრი ოხანაშვილი გაეროს ზურაბ ადეიშვილის გამოჩენას ეხმაურება. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის ორგანიზაციაში გამოჩენა ქართველი ხალხის შეურაცხყოფად მიაჩნია.

„როდესაც ძებნილ კრიმინალს გაეროში მიიწვევ, როგორც ჩანს, გაინტერესებს ამ ადამიანის დამოკიდებულება კონკრეტული საკითხებისადმი. ასეთი კრიმინალის აზრების მოსმენა თუ აინტერესებთ გაეროში კონკრეტულ პირებს, ვინც ეს ადამიანი მიიწვია, ეს მეტყველებს მათ დამოკიდებულებაზე ქართველი ხალხის მიმართ და ეს მეტყველებს მათ დამოკიდებულებაზე ჩვენი სახელმწიფოს მიმართ. ეს მიუთითებს მათ დამოკიდებულებაზე კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულების ინტერესების დაცვის მიმართ. არ შეიძლება შეურაცხყოფა მიაყენო ქართველ ხალხს, რომელმაც განიცადა იმ რეპრესიული რეჟიმის დამოკიდებულება, რომელსაც წარმოადგენდა მათ შორის ზურაბ ადეიშვილი“, - აცხადებს ოხანაშვილი.

ზურაბ ადეიშვილი გაეროში ოფიციალურ შეხვედრებსა და სესიებში იღებს მონაწილეობას. ადეიშვილი უკრაინის პრეზიდენტის დელეგაციაშია.