ფაშინიანმა და ერდოღანმა ნიუ-იორკში შეხვედრა გამართეს

ფაშინიანმა და ერდოღანმა ნიუ-იორკში შეხვედრა გამართეს

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა. ინფორმაციას სომხეთის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

„მხარეებმა დაწვრილებით განიხილეს სომხურ-თურქული ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში გადადგმული ნაბიჯები და შესაბამისი შეთანხმებები. ხაზგასმით აღინიშნა ნორმალიზაციის პროცესის გაგრძელებისთვის მზაობა წინასწარი პირობების გარეშე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფაშინიანმა ერდოღანს აგრეთვე მიაწოდა ინფორმაცია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ვითარების დარეგულირების პროცესისა და ქვეყნებს შორის შეთანხმების ხელმოწერის მზაობის შესახებ.