ზურაბ ქადაგიძე:  ჯერ მოსაწვევის გაგზავნა და მერე გაუქმება, რა კულტურაზე მეტყველებს ყველამ ვიცით, თუმცა ეგ, ამერიკელი ხალხის პრობლემაა და მათი თავის ტკივილი, დღევანდელი სამარცხვინო ადმინისტრაცია

ზურაბ ქადაგიძე:  ჯერ მოსაწვევის გაგზავნა და მერე გაუქმება, რა კულტურაზე მეტყველებს ყველამ ვიცით, თუმცა ეგ, ამერიკელი ხალხის პრობლემაა და მათი თავის ტკივილი, დღევანდელი სამარცხვინო ადმინისტრაცია

რას ემსახურებოდა ეს უკულტურობა, ერთი პასუხი აქვს - საკუთარი აგენტურული სინდიკატის გადარჩენას, რომელიც ბოლომდე გაიშიფრა საქართველოში და ფაქტობრივად, ორი არჩევანის წინაშე დააყენა გლობალური პოლიტ-კონიუნქტურის შემოქმედნი, ან ლიკვიდაცია გამოაცხადონ ამ ქსელის, ან და არჩევნებში აღმოუჩინონ ისეთი დახმარება, რომელიც პოლიტიკურად გადაარჩენს “ენჯეოკრატებს”,- წერს „ხალხს ძალის წევრი“ ზურაბ ქადაგიძე  აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ საქართველოს პრემიერისთვის მიწვევის გაუქმებაზე.

მისივე თქმით,  პროცესი სრულად სტერილური გახდა - ერთ მხარეს დგას ქართული საზოგადოება, სოლო, მეორე მხარეს “აგენტოკრატები”, რომელთაც ფორმალურადაც აღარ შესწევთ ძალა, წინასაარჩევნო პროცესში მიიღონ მონაწილეობა და მათ მაგივრად, მათი პატრონები მონაწილეობენ.

„ჯერ მოსაწვევის გაგზავნა და მერე გაუქმება, რა კულტურაზე მეტყველებს ყველამ ვიცით, თუმცა ეგ, ამერიკელი ხალხის პრობლემაა და მათი თავის ტკივილი, დღევანდელი სამარცხვინო ადმინისტრაცია.

რას ემსახურებოდა ეს უკულტურობა, ერთი პასუხი აქვს - საკუთარი აგენტურული სინდიკატის გადარჩენას, რომელიც ბოლომდე გაიშიფრა საქართველოში და ფაქტობრივად, ორი არჩევანის წინაშე დააყენა გლობალური პოლიტ-კონიუნქტურის შემოქმედნი, ან ლიკვიდაცია

გამოაცხადონ ამ ქსელის, ან და არჩევნებში აღმოუჩინონ ისეთი დახმარება, რომელიც პოლიტიკურად გადაარჩენს “ენჯეოკრატებს”, რადიკალებსა და მათ ბენეფიციარ პოლიტიკოსებს!

მოკლედ, პროცესი სრულად სტერილური გახდა - ერთ მხარეს ქართული საზოგადოება დგას და მეორე მხარეს “აგენტოკრატები”, რომელთაც ფორმალურადაც აღარ შესწევთ ძალა, წინასაარჩევნო პროცესში მიიღონ მონაწილეობა და მათ მაგივრად, მათი პატრონები მონაწილეობენ.

მეტად შიდა საქმეებში ჩარევა რაღაა, ომს ხომ არ გამოგვიცხადებენ,“- წერს  ზურაბ ქადაგიძე.