შალვა პაპუაშვილი: გიორგი გახარია და მისი რაზმი უკვე კომიკურ ფიგურად ჩამოყალიბდნენ, ამიტომ რაიმე კომენტარიც კი არასერიოზულია

შალვა პაპუაშვილი: გიორგი გახარია და მისი რაზმი უკვე კომიკურ ფიგურად ჩამოყალიბდნენ, ამიტომ რაიმე კომენტარიც კი არასერიოზულია

გიორგი გახარია და მისი რაზმი უკვე კომიკურ ფიგურად ჩამოყალიბდნენ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გიორგი გახარიასა და შოთა შალელაშვილის შესაძლო თანამშრომლობის შეფასებისას.

„ფერი ფერსა, მადლო ღმერთსაო, ნათქვამი გვაქვს ქართველებს. გიორგი გახარია და მისი რაზმი უკვე კომიკურ ფიგურად ჩამოყალიბდნენ. ამიტომ რაიმე კომენტარიც კი არასერიოზულია ამ ადამიანზე და მისი რაზმის წევრებზე“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

„ქრონიკის“ ინფორმაციით, გიორგი გახარია შოთა შალელაშვილს პარტიულ სიაში, ხუთეულში ადგილის სანაცვლოდ 2 მილიონ ლარს სთხოვს.

მერაბ.g ეგ შალელაშვილი ოცნების სიით გახდა პარლამენტარი 2016 წელს! მაშინ არ იყო სამარცხვინო,~ და თაღლითი?
მაშინ რამდენი გადაგიხადათ ასეთმა სიაში ჩასმაში?
თუ კომიკურობაზეა, კომედია ისაა, რომ კობახიძე ჯერ ჩასვეს ბაიდენთან მიწვეულთა სიაში და მერე ამოაგდეს! რატომ არ იცინით?
რაც შეეხება გახარიას, არც პიროვნულად და არც ბიოგრაფიით არა მგონია ის შენისთანების საქილიკო იყოს და ამას ყველა ხედავს თქვენი "კამანდის" გარდა!
2 საათის უკან