ნინო ფოჩხუა: კიდევ ერთი ინდექსით კანონის წინაშე თანასწორობის და პირადი თავისუფლებით ჩვენმა ქვეყანამ, ისევ მოწინავე პოზიცია დაიკავა - მართალი ყოფილა ივანიშვილი, როცა ამბობდა, ყველას გავაკვირვებ საქართველოში დემოკრატიითო

ნინო ფოჩხუა: კიდევ ერთი ინდექსით კანონის წინაშე თანასწორობის და პირადი თავისუფლებით ჩვენმა ქვეყანამ, ისევ მოწინავე პოზიცია დაიკავა - მართალი ყოფილა ივანიშვილი, როცა ამბობდა, ყველას გავაკვირვებ საქართველოში დემოკრატიითო

ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში ეხმიანება მსოფლიო ბანკის "გლობალური კეთილდღეობის მონაცემთა ბაზის" გამოქვეყნებულ კვლევას, რომლის თანახმადაც,  კანონის წინაშე თანასწორობის და პირადი თავისუფლების 11 წლიანი გაუმჯობესებით, საქართველო ევროპაში პირველ ადგილზეა და ევროკავშირისა და ნატოს წევრ რამდენიმე სახელმწიფოს უსწრებს.

მისივე თქმით,  ამ დროს კოლექტიური გიგაურების კვლევები სულ სხვა სურათს ხატავენ და აწვდიან თავის პატრონებს, ხოლო ისინი ცრუ რეზოლუციებს ბეჭდავენ საქართველოს წინააღმდეგ.

„დღეს მსოფლიო ბანკის "გლობალური კეთილდღეობის მონაცემთა ბაზის" კვლევა გამოქვეყნდა.

კიდევ ერთი ინდექსით კანონის წინაშე თანასწორობის და პირადი თავისუფლებით ჩვენმა ქვეყანამ, ისევ მოწინავე პოზიცია დაიკავა. შეფასების 100%-იანი სისტემით, საქართველომ 86% დაიმსახურა. ეს კი 2012წლის შემდეგ შეფასების გაუმჯობესებით საქართველო ევროპაში პირველ ადგილზეა.

კოლექტიური გიგაურების კვლევები კი სულ სხვა სურათს ხატავენ და აწვდიან თავის პატრონებს, ისინიც ბეჭდავენ და ბეჭდავენ ცრუ რეზოლუციებს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, მაგრამ ფაქტებს რას უზამენ?

ასე რომ მართალი ყოფილა ივანიშვილი, როცა ამბობდა, ყველას გავაკვირვებ საქართველოში დემოკრატიითო,“- წერს ნინო ფოჩხუა.

თომა 🤣🤣🤣🤣🤣
28 წუთის უკან