ირაკლი კირცხალია „ენჯეოების“ ნაწილზე: უკვე ღიად ჩაერთნენ საარჩევნო კამპანიაში. ღიად გამოჩნდა, რომ რეალურად არასდროს ყოფილან დაკავებულები იმ საქმიანობით, რაც წესდებაში უწერიათ

ირაკლი კირცხალია „ენჯეოების“ ნაწილზე: უკვე ღიად ჩაერთნენ საარჩევნო კამპანიაში. ღიად გამოჩნდა, რომ რეალურად არასდროს ყოფილან დაკავებულები იმ საქმიანობით, რაც წესდებაში უწერიათ

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი კირცხალია ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილიყოს ეხმაურება და მიიჩნევს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილი, იმ შავი ფულის გამტარია, რომელსაც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ქვეყანაში დესტრუქციისთვის იყენებს.

„უკვე ღიად ჩაერთნენ საარჩევნო კამპანიაში. ღიად გამოჩნდა, რომ რეალურად არასდროს ყოფილან დაკავებულები იმ საქმიანობით, რაც წესდებაში უწერიათ. რეალურად გამოჩნდა, რომ ისინი ყოველთვის იყვნენ იმ შავი ფულის, იმ თავიანთი სპონსორებისგან და ლობისტებისგან წამოსული თანხების გამტარები, რომლებიც აქ ხმარდებოდა კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ და მის დანაყოფებს, რომლებიც წარმოდგენილები არიან დესტრუქციისთვის. ეს ყველაფერი ნათლად გამოჩნდა“, - აცხადებს კირცხალია.

ანტიკორუფციულმა ბიურომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ და „აირჩიე ევროპა“ საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად გამოაცხადა.

მერაბ.g რა თქმა უნდა საარჩევნო სუბიექტებად გამოცხადება უფრო ააშკარავებს, მაგრამ ასოები პომ პოლიტიკურად არიან გაჟღენთილი, ეს მათ ყოველ ქმედებაში ცანს და შესაბამისად არცევნებზე მათ დაკვირვებას ისეთივე ფასი აქვს, როგორც ნაცაქტივისტის ნათქვამს!
2 თვის უკან