ტრამპი: ბაიდენმა და კამალამ უკრაინაში მიმდინარე ომში ჩაგვითრიეს - ჩვენ ამ ომში ჩავრჩებით, თუ მე არ გავხდები პრეზიდენტი

ტრამპი: ბაიდენმა და კამალამ უკრაინაში მიმდინარე ომში ჩაგვითრიეს - ჩვენ ამ ომში ჩავრჩებით, თუ მე არ გავხდები პრეზიდენტი

„რესპუბლიკური“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინაში მიმდინარე ომიდან უნდა გამოვიდეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

„ბაიდენმა და კამალამ უკრაინაში მიმდინარე ომში ჩაგვითრიეს და ახლა უკან ვერ გამოვყავართ. მათ ეს არ შეუძლიათ“, - აღნიშნა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა.

„მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ამ ომში ჩავრჩებით, თუ მე არ გავხდები პრეზიდენტი. დავასრულებ [ამ ომს]. ბაიდენი ამბობს, რომ „ჩვენ არ გამოვალთ, სანამ არ გავიმარჯვებთ“. რა მოხდება, თუ ისინი გაიმარჯვებენ?“ - დასძინა მან.