„გლადიატორი 2“-ის თრეილერი გამოქვეყნდა

„გლადიატორი 2“-ის თრეილერი გამოქვეყნდა

Paramount Pictures-მა რეჟისორ რიდლი სკოტის ფილმის „გლადიატორი 2“ ახალი თრეილერი გამოაქვეყნა.

სიუჟეტის მიხედვით, პირველი „გლადიატორის“ მთავარი გმირის, მაქსიმუსის ვაჟი ლუციუსი ნუმიდიაში ცხოვრობს, როგორც ჩვეულებრივი ადამიანი. ქვეყანაში რომაელების შეჭრის შემდეგ ის მათთან ბრძოლას იწყებს, ტყვედ ვარდება და გლადიატორი ხდება.

მთავარი როლი ფილმში პოლ მესკალმა შეასრულა. სურათში ასევე თამაშობენ: დენზელ ვაშინგტონი, პედრო პასკალი, ჯოზეფ ქუინი, კონი ნილსენი და სხვები.

ფილმის პრემიერა 22 ნოემბერს შედგება, რიდლი სკოტი კი უკვე მესამე ნაწილის გადაღებაზე ფიქრობს.