The Sun : Oasis-ის სცენაზე დაბრუნების შესახებ შესაძლოა დოკუმენტური ფილმი გადაიღონ

The Sun : Oasis-ის სცენაზე დაბრუნების შესახებ შესაძლოა დოკუმენტური ფილმი გადაიღონ

ლეგენდარული ჯგუფ Oasis-ის სცენაზე დაბრუნების შესახებ შესაძლოა დოკუმენტური ფილმი გადაიღონ.

როგორც ტაბლოიდი The Sun წყაროზე დაყრდნობით წერს, ჯგუფი ფილმის გადაღებაზე მოლაპარაკებებს სტრიმინგ-სერვისთან Apple TV+ აწარმოებს.

აღნიშნულია, რომ სერვისის ხელმძღვანელობა ძალიან არის დაინტერესებული ძმებ ნოელ და ლიამ გალაჰერების შესახებ სურათის გადაღებით, რომლებმაც ჯგუფის აღდგენის გულისთვის 15-წლიანი მტრობა დაასრულეს.

„ეს ათწლეულის ფილმი იქნება და AppleTV + ამაში უზარმაზარ თანხად გადაიხდის“, - აცხადებს წყარო.

Oasis-მა სცენაზე დაბრუნების შესახებ 27 აგვისტოს განაცხადა. ჯგუფმა 14 კონცერტი დააანონსა დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში. მათზე დასასწრები ყველა ბილეთი 10 საათის განმავლობაში გაიყიდა.