CNN: „ცაჰალის“ სპიკერმა არ გამორიცხა ლიბანში სახმელეთო ოპერაციის შესაძლებლობა

CNN: „ცაჰალის“ სპიკერმა არ გამორიცხა ლიბანში სახმელეთო ოპერაციის შესაძლებლობა

ისრაელის თავდაცვითი ძალების სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ არ გამორიცხა ლიბანში სახმელეთო ოპერაციის შესაძლებლობა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

კითხვაზე, არის თუ არა ისრაელის თავდაცვითი ძალები მზად [ლიბანში] სახმელეთო შეჭრისთვის და რამდენად სწრაფად შეიძლებს ისრაელის არმია გადაადგილებას ბრძანების მიღების შემთხვევაში, დანიელ ჰაგარიმ უპასუხა:

არის თუ არა ჯარი მზად? დიახ, ჯარი სრულ მზადყოფნაშია და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ყველა ჩვენი მოქალაქე ჩრდილოეთ საზღვარზე უსაფრთხოდ დავაბრუნოთ.