სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ერევანი მზადაა ბაქოსთან სამშვიდობო შეთანხმებას ხელი მოაწეროს

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ერევანი მზადაა ბაქოსთან სამშვიდობო შეთანხმებას ხელი მოაწეროს

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოაინმა მის იტალიელ კოლეგასთან ანტონიო ტაიანისთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ ერევანი მზადაა ბაქოსთან სამშვიდობო ხელშეკრულებას ხელი მოაწეროს. ინფორმაციას სომხეთის საგარეო უწყება ავრცელებს.

„მინისტრმა მირზოიანმა ხაზი გაუსვა, რომ სომხეთს ნათელი პოზიცია და პოლიტიკური ნება აქვს, რათა მოკლე ვადებში აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულებას მოაწეროს ხელი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სომხეთის პირველმა დიპლომატმა აგრეთვე ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ სომხეთის ხედვა რეგიონში სტაბილურობის უზრუნველსაყოფად ტერიტორიული მთლიანობის, საზღვრების ურღვეობის პრინციპებისა და ეკონომიკური ურთიერთ დაკავშირებადობის ინიციატივების უპირობო პატივისცემას ითვალისწინებს.