ბრონქიტის დროს პიტნა გიშველით

ბრონქიტის დროს პიტნა გიშველით

ბრონქიტის დროს პიტნას დაასხით მდუღარე წყალი. მოთუთქული ფოთლები დააქუცმაცეთ, დააფინეთ დოლბანდზე და დაიდეთ გულმკერდზე.

ზემოდან დაიფარეთ პერგამენტის ქაღალდი ან პოლიეთილენის ნაჭერი და კარგად შეიკარით შალის ქსოვილით.

გაციების დროს ნაძვისა და ფიჭვის წიწვები გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. მიღებულ მასას დაუმატეთ 2 სადილის კოვზი ნატურალური თაფლი, კარგად აურიეთ, მოათავსეთ ქილაში და შეინახეთ გრილ ადგილას.

ამ მასით შეგიძლიათ, გულმკერდზე კომპრესი დაიდოთ ან ინჰალაცია გაიკეთოთ.