ჯიმი ჰენდრიქსი კვლავ საუკეთესოა

ჯიმი ჰენდრიქსი კვლავ საუკეთესოა

რამდენიმე დღის წინ მუსიკალურმა გამოცემამ „Rolling Stone” მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო გიტარისტის ვინაობა დაადგინა.

გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს ჟურნალის თანამშრომლებმა და მუსიკალურ სამყაროში ცნობილმა ექსპერტებმა.

ანალოგიური გამოკითხვა გასულ წელსაც ჩატარდა და ხმათა დიდი უპირატესობით ცნობილმა გიტარისტმა ჯიმი ჰენდრიქსმა იმარჯვა.

მიმდინარე წელს ამ საპატიო სიის სათავეში კვლავ ლეგენდარული გიტარისტი მოექცა.

მეორე პოზიციაზე ერიკ კლაპტონი აღმოჩნდა, მესამეზე კი ჯგუფი “Led Zeppelin”-ის წევრი ჯიმი პეიჯი.