გერმანიაში, ქალაქ ლაიფციგში ავსტრიელი კომპოზიტორის ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის აქამდე უცნობი ნაწარმოები აღმოაჩინეს. ინფორმაცია ქალაქის ბიბლიოთეკის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ნოტები ბიბლიოთეკის მუსიკისადმი მიძღვნილ ნაწილში იპოვეს. ექსპერტების განმარტებით, ეს 1789 წელს გაკეთებული ასლია და არა მოცარტის მიერ დაწერილი ორიგინალი.
ნაწარმოები ბიბლიოთეკის კატალოგში აღნიშნულია როგორც „ძალიან პატარა ღამის კომპოზიცია“. ის 1760-იანი წლების ბოლოთი არის დათარიღებული, როდესაც მოცარტი 14 წლის იყო და 3 სიმიანი ინსტრუმენტისთვის დაწერილი შვიდი მინიატიურისგან შედგება. მათი ხანგრძლივობა დაახლოებით 12 წუთია.
19 სექტემბერს ნაწარმოები მოცარტის მშობლიურ ზალცბურგში შეასრულეს, 21 სექტემბერს კი მინიატიურებს ლაიფციგის ოპერაში დაუკრავენ.